Tuesday, May 9, 2017

                                               
             
                                           მეცხრე დღე 
                 

  •     გავიხსენეთ წინა დღეებში შესწავლილი მასალა.
  •    ვისწავლეთ ბლოგებში ჩვენი პორტფოლიოს მიბმა,                              ელექტრონული მისამართის მინიჭება რომ შეძლონ                                                            მისი გაზიარება-ნახვა.
  •   მოვუსმინეთ ჩვენს მიერ მომზადებულ სასწავლო                                                               პროექტის გეგმას და მივეცით შესაბამისი უკუკავშირი:                                                    რა იყო ძლიერი მხარე,რას შევცვლიდი.
  •   ვისწავლეთ ჩვენი იდეებისათვის პროექტის სახის მიცემა და                            დოკუმენტურად მისი წარმოდგენა.
  •   ტრენინგი იყო ნაყოფიერი, დატვირთული ინფორმაციით,                                                ბევრი რამე  ვისწავლე, რასაც მაქსიმალურად გამოვიყენებ                                                ჩემს შემდგომ მუშაობაში. დიდი მადლობა ჩვენს                                                            ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს ასეთი კარგი,                                                       საინტერესო შრომატევადი მუშაობისთვის.

Sunday, May 7, 2017

                                       

                                                     მერვე დღე  

                     დასაწყისში ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე,

  •        განვიხილეთ  დიფერენციალური სწავლების მეთოდები.
  •        განვიხილეთ ეფექტური პროექტების შექმნის მაგალითები.
  •         განვიხილეთ სააზროვნო უნარები:  ანალიზი , ცოდნის გამოყენება ,          მეტაშემეცნება , აზროვნება მონაცემებზე დაყრდნობით.
  •         ემოციები და აზროვნება.
  •         ვისწავლეთ ბლოგში ფონის შეცვლა და სურათის ჩასმა.


             

Saturday, May 6, 2017

                                           
                                                       მეშვიდე დღე

                ტრენინგი დავიწყეთ წინა ორი დღის მასალის გახსენებით, გავიხსენეთ
            შეფასების სტრატეგიები.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის                 მიზანი. დავწერეთ პროექტის მსვლელობა, გავაკეთეთ სქემატურად და შევქმენით
            დროში გაწერილი პროექტის გეგმა.გავაკეთეთ აქტივობების გეგმა.


Sunday, April 9, 2017

                                             

                                                         მეოთხე დღე


  •  გავიხსენეთ წინა დღის  შესწავლილი მასალა : განახლებული ბლუმის                         ტაქსონომია და ა.შ.
  • განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები -- პრეზენტაცია 1.
  • განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები და ჩვენი პროექტის თემისათვის შევადგინეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
  • ვისწავლე ბროშურაში შესაბამისი სურათის ჩასმა.

Saturday, April 8, 2017

           

                                              მესამე დღე

  • განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები(პროექტისათვის გამოსაყენებელი ზედა დონეები).
  • გადავიტანეთ ჩვენს პირად პორტფოლიოში გეგმის შაბლონი და დავიწყეთ მისი შევსება:გავწერეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე  მიზნები ესგ-ის სტანდარტისა და ინდიკატორების შესაბამისად.
  • გავეცანით რამდენიმე პროექტს როგორც მოდელს.
  • ვისაუბრეთ პროექტით სწავლების სარგებლობაზე.
  • გავიგე რა არის ჩეკლისტი.
  • ვისწავლე რა არის  ,,ელექტრო ღრუბლები" და როგორ გადავიტანო ჩემი საქაღალდე კომპიუტერულ ღრუბლებში.
  • მივიღე დავალება: გავაკეთო საინფორმაციო ბუკლეტის ნიმუში პროექტზე.


Sunday, April 2, 2017

მეორე დღე

                                     
                                         მეორე დღე
  • მიმოვიხილეთ წინა ტრენინგის საკითხები და განვიხილეთ ახალი დღის გეგმები.
  • განვმარტეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, პროექტის მოკლე მიმდინარეობა. სასწავლო მიზნები.გავეცანით ფაილებში საქაღალდეების ჩალაგებას. 

Saturday, April 1, 2017


                                      პირველი დღე.

 ტრენინგზე გავეცანით შემდეგ  საკითხებს  ; პროექტებით სწავლების  მნიშვნელობას, სასწავლო   რესურსების შექმნას, განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმები, XXI საუკუნის უნარ-ჩვევები, შევქმენით ბლოგები, სადაც განვათავსებთ ტრენინგის პროცესში შექმლილ ნამუშვერებს.ვნახეთ სოფიო ჩიხრაძის ვიდეო. ტრენერმა- ხათუნა ციხელაშვილმა საკმაოდ საინტერესოდ აგვიხსნა აღნიშნული საკითხები და მისი მნიშვნელობები, რისთვისაც დიდი მადლობა ხათუნას.